ენტონი ბლინკენი - რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ უფრო ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს.

„ვფიქრობ, ადამიანები, ვინც ბედნიერი იქნებიან, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან. ახლა დროა, ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცით, რა მოხდება – პუტინი წინ წაიწევს დაუსჯელად. ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს კი ჩვენს კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრების წინაშე აღებული ვალდებულება“, – განაცხადა ბლინკენმა.