ენტონი ბლინკენი - პუტინი ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს, ამის ნაცვლად, გააძლიერა უკრაინის დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს
ენტონი ბლინკენი - პუტინი ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს, ამის ნაცვლად, გააძლიერა უკრაინის დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს

პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ უკრაინის მიმართ დახმარება შეუფერხებლად ხორციელდება.

„ნატო-ს 30 მოკავშირე სრულად ერთგული და ჩართულია დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერაში. მსოფლიომ ნახა უკრაინელების ძლიერი გამძლეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩანდა ერთობა ნატო-ს გულში. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს.

უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე ვიცავთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც არის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – განაცხადა ბერლინში მყოფმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე.

„შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და დავუდასტურე ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ნატო-ს ერთიანი პასუხი, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, გაგრძელდება“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

დატოვე კომენტარი