ენტონი ბლინკენი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, განზრახული გვაქვს, გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებით
ენტონი ბლინკენი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, განზრახული გვაქვს, გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებით

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლონკენი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხს შეეხო. მან უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის ანექსიასა და აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას. ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში და მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჩვენ განზრახული გვაქვს გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის ძალისხმევაში, განამტკიცოს საკუთარი დემოკრატია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, უკრაინას გარე და შიდა გამოწვევებთან უწევს გამკლავება. გარე გამოწვევა რუსეთის აგრესიაა, შიდა კი კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ს ამ გამოწვევების მიმართულებით მუშაობას გეგმავს.