ენტონი ბლინკენი - მოსკოვი ამზადებს ფონს გააყალბოს მოვლენები, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს, შექმნას ცრუ ინფორმაცია გენოციდის შესახებ, ეს ტაქტიკა რუსეთმა მანამდეც გამოიყენა, მათ შორის საქართველოში

მოსკოვი ამზადებს ფონს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს და ამით გაამართლოს უკრაინელ ხალხზე თავდასხმა, გააყალბოს მოვლენები და შექმნას ცრუ ინფორმაცია გენოციდის შესახებ, რათა ამით გაამართლოს, სამხედრო ძალის გამოყენება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა მანამდეც გამოიყენა, მათ შორის საქართველოში.

ბლინკენი ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა გააძლიერა დაბომბვა უკრაინელი ხალხის ნების გატეხვის მიზნით.

„გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია სამხედრო დანაშაულები. პირადად მე ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ სამიზნედ ამოღება სამხედრო დანაშაულია. გასული სამი კვირის განადგურების შემდეგ, მიჭირს სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – განაცხადა ბლინკენმა.