ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

11:30, 03.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბლინკენი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

როგორც გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისრაელის მთავრობასთან აპირებს, ისაუბროს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

7 ოქტომბრის შემდეგ აშშ სახელწიფო მდივანი ისრაელში უკვე მესამედ ჩავიდა.

მსგავსი