ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ღაზის სექტორისთვის დახმარების გასაზრდელად
ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ღაზის სექტორისთვის დახმარების გასაზრდელად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს „ყველა შესაძლო გზა“ ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ღაზის სექტორისთვის და განაცხადა, რომ ანკლავში არსებული მდგომარეობა მიუღებელი და არამდგრადია.

„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ეს მოითხოვს მეტი დახმარების გაგზავნას, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს დახმარება მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე ზეწოლას ყოველდღე, რადგან ეს სიტუაცია უბრალოდ მიუღებელია“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, არსებობს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების შესაძლებლობა.

„ჩვენ გვაქვს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესაძლებლობა, რასაც შეუძლია, მძევლები სახლში დააბრუნოს და რამაც შეიძლება, მკვეთრად გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა პალესტინელებისთვის, რომლებსაც ეს ასე ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა ბლინკენმა.