ენტონი ბლინკენი - ღაზა არ უნდა იყოს ტერორიზმის პლატფორმა, არც ისრაელის მიერ ტერიტორიის ხელახალი დაკავება უნდა მოხდეს
ენტონი ბლინკენი - ღაზა არ უნდა იყოს ტერორიზმის პლატფორმა, არც ისრაელის მიერ ტერიტორიის ხელახალი დაკავება უნდა მოხდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონის პოზიციას, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ხელახალი დაკავების წინააღმდეგია. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.

მისი თქმით, ღაზის სექტორის ფართობი არ უნდა შემცირდეს.

„ღაზა არ უნდა იყოს ტერორიზმის პლატფორმა. არც ისრაელის მიერ ტერიტორიის ხელახალი დაკავება უნდა მოხდეს. ღაზის ტერიტორიის ფართობი არ უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ომის შემდგომ პერიოდში ღაზის სექტორის შესახებ საკუთარი გეგმა წარუდგინა, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი ამ გეგმას „განწირული“ უწოდეს.