ენტონი ბლინკენი გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გამო შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს
ენტონი ბლინკენი გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გამო შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ცუდი როგორც ევროპისთვის, ისე აშშ-სთვის და ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიზნებს.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი დისკუსიის დროს განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტს ის მოგვიანებით გერმანელ კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან განიხილავს. მისი თქმით, აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის პროექტში მონაწილეობენ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სჯერა, ეს გაზსადენი არის ცუდი იდეა, ის არის ცუდი ევროპისთვის და ცუდი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საბოლოოდ, ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიზნებს. მას აქვს პოტენციალი, ძირი გამოუთხაროს უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.