ენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩავა
ენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩადის.

ბლინკენი ჯერ შანხაიში ჩავა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის აუდიენცია საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან.

ენტონი ბლინკენი, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი პროგრესი ნაკლებად სავარაუდოა, ორივე ქვეყანა „კომუნიკაციის ღია ხაზების არსებობისკენ მიისწრაფვის“.

ექსპერტების შეფასებით, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ბლინკენი ჩინეთში მაღალჩინოსნებთან უკრაინის საკითხზეც ისაუბრებს.