ენტონი ბლინკენი - დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა განაგრძობს წარმატებას რუსეთის მიერ წართმეული თავიანთი მიწების უკან დაბრუნებაში
ენტონი ბლინკენი - დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა განაგრძობს წარმატებას რუსეთის მიერ წართმეული თავიანთი მიწების უკან დაბრუნებაში

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა განაგრძობს წარმატებას იმაში, რის მიღწევასაც ცდილობენ, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ წართმეული თავიანთი მიწების უკან დაბრუნებას,- აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

ბლინკნის თქმით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ქვეყანას რამდენიმე ჭრილში დაეხმარება.

„უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, თუმცა ეს უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ მშვიდობას, რომელიც ძირითადად ასახავს გაერო-ს წესდების პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ორ რამეს გააკეთებს: გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას ნებისმიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელიც გამოჩნდება. ასევე, შესაძლოა, ამან იქონიოს ეფექტი, რაც აიძულებს პუტინს, მოახდინოს ფოკუსირება მის მიერ დაწყებული ომის მოლაპარაკებებით დასრულებაზე“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, რათა შეძლონ წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე.