ენტონი ბლინკენი - ჩვენ თუ დავუშვებთ დიდი ქვეყნისგან პატარა ქვეყნის დაჩაგვრას, ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში
ენტონი ბლინკენი - ჩვენ თუ დავუშვებთ დიდი ქვეყნისგან პატარა ქვეყნის დაჩაგვრას, ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში

ჩვენ თუ დავუშვებთ დიდი ქვეყნისგან პატარა ქვეყნის დაჩაგვრას, ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მნიშვნელოვნად ჩათვალა წინ აღდგომოდა რუსეთს, რადგან მისი აგრესია უკრაინაში არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ არის აგრესია საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპების წინააღმდეგ.

„ჩვენ თუ დავუშვებთ დიდი ქვეყნისგან პატარა ქვეყნის დაჩაგვრას, რომ უბრალოდ შეიჭრას იქ და მიიტაცოს ტერიტორია, ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ბლინკენმა.