ენტონი ბლინკენი - უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით აკვირდება
ენტონი ბლინკენი - უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით აკვირდება

უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია გავრცელდა.

ჟურნალისტ ნორა ოდონელის კითხვაზე, დამტკიცებულია თუ არა, რომ რუსებმა გასვლა დაიწყეს, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: „ახლა იწყება. ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა უფრო მეტი ჯარი განალაგა, ვიდრე ეს გააკეთა 2014 წელს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ვიცით ბატონი პუტინის განზრახვა. არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც მას შეეძლო ან აირჩია, რომ არ გააეკეთებინა. რაც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ, აშკარად გადაწყვეტილია, რომ ამ ძალების ნაწილი უკან გავიდეს და ზოგიერთ შემთხვევაში უკან დახევის ფაქტიც ვნახეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.