ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოყოფს

22:06, 20.02.2023

აშშ სასწრაფო დახმარების სახით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

„რუსეთს შეუძლია თავისი ომის დღესვე დასრულება, ვიდრე ის ამას გააკეთებს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინის გვერდით ვიქნებით მისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად ბრძოლის ველზე, რომ მათ ჰქონდეთ, რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია სამომავლოდ ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მანამდე, კიევში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების გადაცემა დააანონსა. ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო აღჭურვილობას და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას.

მსგავსი