ენტონი ბლინკენი - აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება
ენტონი ბლინკენი - აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ჯგუფი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო თუ სხვა ტიპის დანაშაულის დოკუმენტირებას განახორციელებს. ასევე, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჯგუფი გაუწევს სტრატეგიულ რეკომენდაციებს და ოპერატიულ დახმარებას სამხედრო დანაშაულის საკითხზე მომუშავე განყოფილებას.

„ასევე აშშ და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ რიგ საერთაშორისო ძალისხმევებს ამ სისასტიკეებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად. უკრაინის გენერალური პროკურატურა შეასრულებს გადამწყვეტ როლს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამხედრო დამნაშავეები და სხვა ბოროტმოქმედები პასუხისგებაში მიეცემიან“, – განაცხადა ბლინკენმა.

ერთობლივი ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს დაფინანსებას საერთაშორისო პროკურორებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც რეგიონში მუშაობენ.