ენტონი ბლინკენი – აშშ პალესტინელებსა და ისრაელს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად მუშაობს

17:18, 17.05.2021

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„დიპლომატიური არხების გამოყენებით 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა მიმდინარე ძალადობა დასრულდეს“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მისი მოქმედებების შედეგად საფრთხის ქვეშ ჟურნალისტები და მედიცინის მუშაკებიც ექცევიან.

მსგავსი