ენტონი ბლინკენი - აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავს
ენტონი ბლინკენი - აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავს

აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ არ იყო ამ ფართო პროგრამის ერთადერთი სამიზნე.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა დაადასტურა, რომ მსგავსი ბურთები დაფრინავდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვაშინგტონმა 40 მოკავშირე ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია სავარაუდო ჯაშუშობის პროგრამის შესახებ. აშშ-ის საზღვაო და სანაპირო დაცვის ხომალდები, ასევე მყვინთავები კვლავ ეძებენ ჩამოგდებული ბურთის ნაწილებს.