ენტონი ბლინკენი - აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება
ენტონი ბლინკენი - აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება იმ ფონზე, როდესაც ევროპისთვის გაზის უდიდესი მიმწოდებელი, რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა ენერგომომარაგება მიწოდების შოკებისგან დავიცვათ, მათ შორის, ეს შეიძლება, გამოიწვიოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომმა აგრესიამ. ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ევროპას სჭირდება საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგია, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში“, – განაცხადა ბლინკენმა.

საპასუხოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივი პრიორიტეტი ენერგიისა და გაზის ნაკადების წყაროების დივერსიფიკაციაა, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწოდების შეფერხება.