ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს უკვე მეხუთედ ეწვია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბლინკენი თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფაისალ ბინ ფარჰანმთან.

საუდის არაბეთის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს.

ეგვიპტესა და კატარში მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევასა და ღაზაში კონფლიქტის შეჩერებაზე.