ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ენტონი ბლინკენმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებას შეუძლია, მოაახლოოს მოლაპარაკებები, რითიც შესაძლებელი იქნება სამართლიანი მშვიდობის მიღწევა.

„რუსეთი უკვე წარუმატებელი იყო, რადგანაც ისინი თავდაპირველად ცდილობდნენ, უკრაინის წაშლას რუკიდან. ცდილობდნენ შეეყვანათ იგი რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე – ეს არის საუკეთესო და, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი, შევუდგეთ ნამდვილ მოლაპარაკებებს, რასაც შეუძლია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება”, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისთვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის შუამავლობაც მისაღებია. „იმ პირობით, თუ აღიარებული იქნება, რომ ფსონზე დევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, რაც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს”, – დასძინა ბლინკენმა.