ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას. მისი თქმით, აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა 2014 წელს დონბასში კრიზისის შექმნა, 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია და მოლდოვაში რუსეთის ძალების დატოვება.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინის მიერ იმპერიისა თუ გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობის გეგმა მოიცავს დასახელებულ სამ ქვეყანას.

„რუსებმა დაიპყრეს ყირიმი, შექმნეს კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, რათა შეექმნათ იქაც ინტერვენციის საბაბი. ეს იყო 2014 წელი და გადამწყვეტი მომენტი. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. მანამდე კი რუსეთმა დატოვა თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ამ ქვეყნების რუსეთის ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობას ემსახურება – არის ეს იმ იმპერიის აღდგენა, რომლის დაკარგვასაც პრეზიდენტი პუტინი ნანობს, თუ გავლენის სფეროების აღდგენა, ეს მოიცავს ამ ქვეყნებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

დატოვე კომენტარი