ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად
ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის განზრახვასა და შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
„განზრახვა არსებობს, მაგრამ შედეგებსა და განზრახვას შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები, მაგალითად, სამხრეთში უსაფრთხო ტერიტორიების მარშრუტის დანიშნა. საჭიროა მეტი ჰუმანიტარული პაუზა, მეტი განსაზღვრული უსაფრთხო მარშრუტი, რათა ადამიანებმა იცოდნენ, როდის და სად არის უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გაზრახვა და შედეგი მაქსიმალურად ახლოს იქნება ერთმანეთთან“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ როდესაც სამხედრო ოპერაცია დასრულდება, ეს იქნება მხოლოდ ერთი ნაბიჯი მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე და კონგრესის ლიდერებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, ისინი, ვინც ბედნიერები იქნებიან, თუ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნას არ დაუჭერენ მხარს და არ დაამტკიცებენ კონგრესში, სხედან მოსკოვში, სხედან თეირანში, პეკინში. უკრაინისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბლინკენმა.