ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და მსხვერპლის შესამცირებლად მეტი რამ უნდა გაკეთდეს
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და მსხვერპლის შესამცირებლად მეტი რამ უნდა გაკეთდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას“, –  განაცხადა ენტონი ბლინკენმა.