„ენგურჰესი“ ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს
„ენგურჰესი“ ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ტარიფის მცირედით გაზრდას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ლევან მებონიამ ჟურნალისტებს სემეკ-ის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე თბოსადგურებისა და ჰესების ტარიფზე მსჯელობენ.

ლევან მებონიას განმარტებით, ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გათვალისწინებული ხარჯებისა და ინვესტიციების გამო, მოსალოდნელია, რომ ჰესების წარმოების ტარიფი გაიზარდოს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, არ არის გამორიცხული, ჰესების საწარმოო ტარიფმა მცირედი გავლენა იქონიოს, სამომხმარებლო ტარიფზეც.

“ჰესების რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 35 ათასი ევრო, რომელსაც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხები ემატება, ასევე საკუთარი ბიუჯეტიდან შესასრულებელი სამუშაოები 120 მილიონი ლარის ინვესტიცია სამი წლის განმავლობაში. ამჟამად წარმოების ტარიფი არის 1,496 თეთრი კვტ-სთზე. ველოდებით, რომ ტარიფი  1.75 თეთრამდე ან  1.8 თეთრამდე გაიზრდება“, – აღნიშნა ლევან მებონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.