„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის შესაძლოა, დენის ტარიფი გაიზარდოს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის შესაძლოა, დენის ტარიფი გაიზარდოს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი გაეზარდა, რამაც შესაძლოა, ტარიფზე გავლენა მოახდინოს.

ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთანდილ დვალიშვილის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსია. დვალიშვილი ვერ აკონკრეტებს, რამდენით შეიძლება გაიზარდოს ტარიფი, რადგან სემეკ-ი გადასახადის ცალკეულ კომპონენტებს განიხილავს და გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს.

მარეგულირებელ კომისიაში დღეს კომპანიის საინვესტიციო გეგმაზე მსჯელობენ. “ენერგო-პრო ჯორჯია” გეგმავს დისტრიბუციის სექტორში 3-წლიან ვადაში 230 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს, გენერაციის სექტორში კი 2-წლიან ვადაში 44 მილიონი ლარის.