„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის დენის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის დენის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა.

ამასთან, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება თბილისშიც.