ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყლის საკითხზე პირველ სექტემბერს იმსჯელებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყლის საკითხზე პირველ სექტემბერს იმსჯელებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყლის საკითხზე პირველ სექტემბერს იმსჯელებს.

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რა რეაგირება მოჰყვება იმ პრობლემებს, რომელიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით რუსთავში არსებობს.

„რუსთავის წყალმომარაგებაში მეტი ინვესტიციებია საჭირო, რათა მოძველებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. გარდა ამისა, მმართველობითი გაუმჯობესების საჭიროებას ვხედავთ. ამ ყველაფერზე მარეგულირებელ კომისიას თავისი პოზიცია გააჩნია. რუსთავის მერის მომართვა წყალმომარაგების საკითხებზე მეტი ყურადღების მიქცევასთან დაკავშირებით ჩვენთან განიხილება. კომისიის სხდომა საკითხზე მიმდინარე კვირის ხუთშაბათს იმსჯელებს. სწორედ ამ დღეს მოხდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რაც რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებობს. მივცემთ დავალებას რუსთავის წყალს, რომ უკეთესი ტემპებით იმუშაონ და მოაგვარონ წყალმომარაგებაში არსებული პრობლემები“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.