ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ზამთარში ენერგომატარებლების გაძვირებას პროგნოზირებს
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ზამთარში ენერგომატარებლების გაძვირებას პროგნოზირებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ზამთარში ენერგომატარებლების გაძვირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ ფატიჰ ბიროლმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ჩინეთის ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზამთარი სუსხიანი გამოდგა, მაშინ ბუნებრივ აირზე ფასები კვლავ გაიზრდება და მთავრობებს სუბსიდირების გამოყოფა მოუწევს.

ბიროლის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გააფართოონ ენერგიის დაზოგვის სტრატეგია და ხელი შეუწყონ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის გაძვირება უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს მოჰყვა.

როგორც „ბიბისისთან“ ინტერვიუში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა „სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვეს, როდესაც ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ რუსულ ენერგიაზე. ბიროლის თქმით, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მოკლევადიანი კომერციული გადაწყვეტილებებით.