ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ ნიუ იორკში კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა იკლო
ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა იკლო, – ამის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ნიუ იორკში კორონავირუსით 437 ადამიანი დაიღუპა.
„ციფრები იგივეს ამბობს, რომ ჩვენ ფაქტობრივად დაღმავალ გზაზე ვართ“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.