ენდრიუ იანგი - ტრამპის ფანი არ ვარ, მინდა, რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან, მაგრამ მილიონით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს
ენდრიუ იანგი - ტრამპის ფანი არ ვარ, მინდა, რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან, მაგრამ მილიონით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

დემოკრატიული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი და პოლიტიკოსი ენდრიუ იანგი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მე არ ვარ ტრამპის ფანი. მინდა, ის, რაც შეიძლება, შორს იყოს თეთრი სახლისგან. მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს ჩხრეკა აძლიერებს პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, – წერს ენდრიუ იანი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ჩხრეკა სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე.

„მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას და არ განასხვავებს. ეს ალბათ, ბიუროკრატიული მომენტია, მაგრამ პოლიტიკურად ჩანს“, – აღნიშნა ენდრიუ იანგმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.