„ენდიაის“ კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59 პროცენტი მონაწილეობას მიიღებდა  
„ენდიაის“ კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59 პროცენტი მონაწილეობას მიიღებდა  

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59 პროცენტი აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს,  მონაწილეობას მიიღებდა.

ამასთან, გამოკითხულთა 41 პროცენტი პასუხობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა.

გარდა ამისა, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 37 პროცენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გადაუწყვეტელი – 57 პროცენტი, არ ვიცი – 5 პროცენტი, უარი პასუხზე – 1 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.