ენდიაი - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“
ენდიაი - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 29 პროცენტი, „არ ვიცი“ – 26 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 13 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 პროცენტი, „არც ერთი პარტია“ – 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 7 პროცენტი. აღნიშნული პასუხები ეკუთვნით რესპონდენტებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

რაც შეეხება ყველა რესპონდენტის პასუხს იგივე კითხვაზე, პირველი არჩევანის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“  24 პროცენტი მისცემდა ხმას, „არც ერთი პარტია“ – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11 პროცენტი, „პატრიორტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 8 პროცენტი. 27-მა პროცენტმა კი, არ იცის, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდა ხმას.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

დატოვე კომენტარი