„ენდიაი“ - 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს
„ენდიაი“ - 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 45 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 9 პროცენტი, „არ ვიცი“ – 6 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 4 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 4 პროცენტი, „სხვა“ – 9 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.