ენდი რუისთან ბრძოლის წინ, ენტონი ჯოშუა სპარინგისას ნოკაუტში გაუშვეს
ენდი რუისთან ბრძოლის წინ, ენტონი ჯოშუა სპარინგისას ნოკაუტში გაუშვეს

ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი ენტონი ჯოშუა WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონთან ენდი რუისთან შესახვედრად აქტიურად ემზადება.

როგორც ბრიტანულმა პრესამ გაარკვია, ერთ-ერთი ბოლო სპარინგის დროს, ჯოშუა ნოკაუტში გაუშვეს, თუმცა არ იტყობინებიან, ეს კონკრეტულად რომელმა მოკრივემ გააკეთა.

ცნობილია, რომ ჯოშუას რუისთან ბრძოლისთვის რამდენიმე სპარინგ-პარტნიორი ამზადებს. მათ შორის არიან ალბონ პერვიზაი, ტომ ლიტლი, დერეკ ჩისორა, ენდრიუ ტაბიტი და ტიმოტი მოტენი.

შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლის დროსაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯოშუა ვარჯიშის დროს ნოკდაუნში აღმოჩნდა. მოგვიანებით, ეს ამბავი ბრიტანელის გარემოცვამ უარყო.

ენდი რუისისა და ენტონი ჯოშუას რევანში შვიდ დეკემბერს, საუდის არაბეთში შედგება.