ენდი რუისი - მზად ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჯოშუა რინგზე შემომთავაზებს
სუპერმძიმე წონაში (WBA, IBF, WBO ვერსიებით) მსოფლიო ჩემპიონი ენდი რუისი ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის ემზადება.
პირველ შეხვედრაში ენდი რუისმა ჯოშუა დაამარცხა, თუმცა ორთაბრძოლაში ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა.
თანამედროვე კრივის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს.
მომავალ ორთაბრძოლაზე მექსიკელმა ჩემპიონმა boxingscene – თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ერთადერთი, რაც ჩემს ახლანდელ საწვრთნელ ბანაკს ძველისგან განასხვავებს – სპარინგებია. მე ბევრი სხვადასხვა სტილის სპარინგ-პარტნიორი მყავს, იმ შემთხვევისთვის თუ ენტონი ბრძოლის განხვავებულ ტაქტიკას აირჩევს.
მე მზად ვიქნები თუ ჯოშუა შორი დისტანციიდან ჯებებით შეეცდება ჩემს დამარცხებას. მომავალ ბრძოლამდე სამთვიანი მოსამზადებელი ბანაკი გავიარე და მზად ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჯოშუა რინგზე შემომთავაზებს“, – განაცხადა ენდი რუისმა.
შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისს მატჩ-რევანში საუდის არაბეთში 7 დეკემბერს გაიმართება.