მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ შვიდთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა – საჩვენებელ შეხვედრაში მან ინგლისელი ლაიამ ბროუდი დაამარცხა.
მატჩი საგამოფენო ტურნირის – „ბრიტანელთა ბრძოლის“ რანგში გაიმართა და მარეიმ ორ სეტში მოიგო – 6:2, 6:2.
„მე ვმუშაობ, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ვაჩვენებ განსაკუთრებულ თამაშს, – თქვა 33 წლის ჩოგბურთელმა. – რამდენიმე შეცდომა დავუშვი, თუმცა კარგად ვაწოდებდი. ხანდახან ვგრძნობდი, რომ ვჩქარობდი, მაგრამ ბოლო შვიდ თვეში პირველი მატჩისთვის ნორმალური იყო“.
მარეი გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა კორტზე, რისი მიზეზიც ბარძაყზე გადატანილი ოპერაცია იყო. რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღიასა და როლან გაროსზე გამოსვლას აპირებს.