ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ კომენტარი გაუქმებული „უიმბლდონის” შესახებ გააკეთა. მისი სიტყვებით, მსოფლიოში გავრცელებული კოვიდ19-ის პანდემიის გამო, ამ გადაწყვეტილებას გაგებით მიუდგა.
„რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან საწყენია ყველაზე პრესტიჟული „დიდი სლემის“ ტურნირის გაუქმება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რას დღეს მსოფლიოში ხდება, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. სახლში დარჩენა და ჯანმრთელობა ამ ეტაპზე უპირველესია“ – ციტირებს „სქაი სპორტსი“ მარეის. – „იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება და ტურნირიც მაღალ დონეზე ჩატარდება“.