ენდი მარეი უიმბლდონიდან მოიხსნა
ენდი მარეი უიმბლდონიდან მოიხსნა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ განაცხადი გამოიტანა უიმბლდონიდან, რომელიც ორშაბათს ლონდონის კორტებზე დაიწყება. ამის შესახებ ჩოგბურთელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მარეის თქმით, მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა თავისი გუნდის წევრებთან და მიხვდა, რომ ჯერ მზად არ არის ხუთსეტიანი მატჩების ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო, მარეიმ 11 თვე გამოტოვა. ის ივნისში დაბრუნდა ლონდონის “ქუინზ ქლაბის” ტურნირზე და იქ სამი მატჩი ჩაატარა.