ენდი მარეი ერთწლიანი პაუზის შემდეგ წაგებით დაბრუნდა

02:11, 20.06.2018

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ ტურში  პირველი მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც ამჟამად 156-ე ადგილზეა კლასიფიკაციაში, ლონდონში „ქუინზ ქლაბის“ ტურნირში ჩაება და პირველ წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის სახით.

პირველ სეტში მარეიმ ორმაგი ბრეიკით 6:2 მოიგო. მეორეში ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით და ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, ტაი-ბრეიკაზე კირგიოსმა 4:4-დან ზედიზედ სამი ქულა აიღო და საპასუხო პარტია მოიგო.

მესამე სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა ავსტრალიელმა მე-12 გეიმში ბრეიკი შეასრულა და 2 საათსა და 46 წუთში 2:6, 7:6(4), 7:5 მოიგო.

ჩოგბურთელებს 11-11 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, კირგიოსმა ოთხი გამოიყენა, მარეიმ – სამი.

ენდი მარეიმ ბოლო მატჩი შარშან, უიმბლდონის მეოთხედფინალში ჩაატარა და დამარცხდა ამერიკელ სემ კუერისთან.

მსგავსი