ენდი მარეი ავსტრალიის ღიას გამოტოვებს
epa08619331 Andy Murray of Britain walks off the court after defeating Frances Tiafoe of the USA during their first round match at the Western and Southern Open at the USTA National Tennis Center in Flushing Meadows, New York, USA, 22 August 2020. Due to the Coronavirus pandemic, the tournament was relocated to NYC to immediately precede the US Open and to be played without fans. EPA-EFE/JASON SZENES
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ უარი თქვა „დიდი სლემის“ პირველ ტურნირში – ავსტრალიის ღია პირველობაში თამაშზე. მისი კომენტარი მოჰყავს გაზეთ „გარდიანს“.
ავსტრალიის ღია მელბურნში 8-21 თებერვალს გაიმართება. 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მარეის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა და ჩოგბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ავსტრალიაში ვერ გავემგზავრები. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციასთან და გამოსავალს ვეძებდით, მაგრამ არ გამოვიდა“, – თქვა მარეიმ.
ბრიტანელი ხუთჯერ იყო ავსტრალიის ღიას ფინალში და ხუთივეჯერ დამარცხდა.