ენდი მარეი - 85-90 პროცენტით მზად ვარ
ენდი მარეი - 85-90 პროცენტით მზად ვარ

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ, შენჟენის ტურნირის წინ პარალელი გაავლო 2014 წლის სეზონთან. მაშინ ის ზურგის ოპერაციის შემდეგ ბრუნდებოდა კორტზე, აღარ იმყოფებოდა რეტინგის ტოპ-ათეულში, მაგრამ სეზონის ბოლოს, სწორედ შენჟენის ტურნირიდან მოყოლებული, 22-დან 20 მატჩი მოიგო.

„უკვე დიდი ხანია, რაც აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ სიტუაცია რაღაცით ჰგავს მაშინდელს. იმ სეზონში მე გაცილებით მეტი მატჩი მქონდა ჩატარებული შენჟენამდე, მაგრამ სიტუაცია მსგავსია იმ მხრივ, რომ ჯერ არ მქონდა აკრეფილი სასურველი ფორმა, მაგრამ თანდათან ვუმატებდი. იმედი მაქვს, შევძლებ კარგი თამაშის ჩვენებას და შორს წასვლას სატურნირო ბადეში. დღეს მე, ალბათ, 85-90 პროცენტით ვარ მზად. მხედველობაში მაქვს ფიზიკური ფორმა. მჭირდება მატჩები და ტურნირები, აგრეთვე, ბევრი ვარჯიში, რათა ისევ კარგად ვიგრძნო თავი. წელს, ბევრჯერ ვიწყებდი დაბრუნებას, ვვარჯიშობდი, ორ ტურნირიც ვითამაშე, მაგრამ ყოველ ჯერზე გავჩერდი, დავისვენე, ძალები აღვიდგინე. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ორი კვირა საერთოდ არ მითამაშია, მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე ვვარჯიშობდი”, – განაცხადა მარეიმ.