„ენბისი“ - ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება და ამ დღეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიას დაიწყებს
„ენბისი“ - ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება და ამ დღეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიას დაიწყებს

„ენბისის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დაიწყებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მათ სამმა ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა, რომ ტრამპი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ფიცის დადების ცერემონიას არ დაესწრება.

მათივე განმარტებით, ტრამპი არც ბაიდენის თეთრ სახლში მიპატიჟებას აპირებს და სავარაუდოდ, არც ტელეფონით დაუკავშირდება.

აშშ-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრო.

ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი მათი შემცვლელის ინაუგურაციაზე არ მივიდნენ. ანალოგიურად მოიქცა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც გადადგომის შემდეგ ჯერალდ ფორდის ფიცის დადების ცერემონიალზე არ მივიდა.

დატოვე კომენტარი