აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მედიას აკრიტიკებს.
„ყალბი და კორუმპირებული მედია ხალხის მტერია!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
აშშ-ის პრეზიდენტის უკმაყოფილება ტელეკომპანია „ენ ბი სი“-ს იუმორისტულმა გადაცემა „შაბათის ღამის შოუმ“ გამოიწვია, რომელმაც დონალდ ტრამპის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა.
ვიდეორგოლში ტრამპის პაროდიას მსახიობი ალეკ ბოლდუინი ასრულებს.
დონალდ ტრამპის თქმით, „ენ ბი სი“-ს მსგავსი სატელევიზიო ქსელების შოუები რესპუბლიკელებზე თავდასხმითაა დაკავებული. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საკითხავი ის არის, როგორ უნდა დარჩეს ეს ანგარიშსწორების გარეშე.
„ეს უსამართლობაა და უნდა იქნას შესწავლილი. ეს არის ნამდვილი შეთქმულება“, – წერს დონალდ ტრამპი.