„ენბისი ნიუსი“ - პენტაგონის გენერალური ინსპექტორი დაიწყებს გამოძიებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებზე, როელიც პიტ ჰეგსეტის მიერ Signal-ის აპლიკაციის გამოყენებას ეხება
„ენბისი ნიუსი“ - პენტაგონის გენერალური ინსპექტორი დაიწყებს გამოძიებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებზე, როელიც პიტ ჰეგსეტის მიერ Signal-ის აპლიკაციის გამოყენებას ეხება

პენტაგონის გენერალური ინსპექტორი დაიწყებს გამოძიებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის მიმართ არსებული ბრალდებების შესახებ. ბრალდებები ეხება მინისტრის მიერ Signal-ის აპლიკაციის გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც მან, სავარაუდოდ, კონფიდენციალური ინფორმაცია გაცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისის განცხადების თანახმად, ისინი შეაფასებენ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრმა Signal-ი გამოიყენა იემენში სამხედრო ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის განსახილველად.

ჰეგსეტის მიერ საიდუმლო ინფორმაციის წესების დაცვის შემოწმების გარდა, პენტაგონის გენერალური ინსპექტორი ასევე შეამოწმებს, დაცული იყო თუ არა ოფიციალური მონაცემების შენახვის წესები.

ცნობისთვის, გასულ კვირას The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითებში დონლად ტრამპის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა იგი Signal-ის ჩატში შეცდომით დაამატა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იემენში დარტყმებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ჩატში არ ყოფილა რაიმე საიდუმლო ინფორმაცია.