„ენბისი ნიუსი“ - ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
„ენბისი ნიუსი“ - ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში, – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გამოცემის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ზომის გემი დალიანის გემთმშენებელ ქარხანაში შენდება, რომელიც საშუალებას მისცემს გამანადგურებელ თვითმფრინავებს გემბანის ოთხი ადგილიდან აფრინდნენ.

ჩინეთის სამ ამჟამინდელ ავიამზიდს აქვთ შესაძლებლობა, თვითმფრინავები მხოლოდ სამი ნაწილიდან აფრინდნენ.

„ენბისი ნიუსი“ იტყობინება, რომ შეერთებულ შტატებს ჰყავს 11 ავიამზიდი, რომელთაც შეუძლიათ ოთხი ადგილიდან გაუშვან თვითმფრინავები.

„აშშ არ მალავს, რომ პრიორიტეტად ჩინეთს მიიჩნევს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნატო-ს ლიდერებს უთხრა, რომ უნდა აიღონ უფრო მეტი უსაფრთხოების ტვირთი ევროპაში, რათა გამოთავისუფლდეს ამერიკული საცეცხლე ძალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.