„ენბისი ნიუსი“ – აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ამერიკული ჯარების დაახლოებით მესამედით შემცირებას განიხილავს

11:59, 18.09.2026

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ამერიკული ჯარების დაახლოებით მესამედით შემცირებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის 25 000 ან მეტი ჯარისკაცით შემცირება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის შესახებ საუბრობენ.

აშშ-ისა და დასავლეთის შვიდი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, პენტაგონი განიხილავს რადიკალურ გეგმას, რომელიც ევროპიდან ამერიკული თვითმფრინავების, ხომალდების, შეიარაღებისა და ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ევროპიდან შესაძლოა, კონტინგენტის ნახევრამდე, დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი იქნას გაყვანილი. თუ გეგმა განხორციელდება, ეს შეიძლება, იყოს ევროპაში აშშ-ის დაახლოებით 80 000-იანი სამხედრო კონტინგენტის ყველაზე მასშტაბური შემცირება ცივი ომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი