„ენ-ბი-სის“ ცნობით, ბაიდენი ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა
„ენ-ბი-სის“ ცნობით, ბაიდენი ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა

ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სიიუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. არ ვრცელდება ცნობები, როდის მიიღებს უკრაინა ამ შეიარაღებას.

უკრაინის ხელისუფლება თვეების განმავლობაში ითხოვს ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია.