ემზარ კვიციანის კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პარლამენტში ჩავარდა
ემზარ კვიციანის კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პარლამენტში ჩავარდა

პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ჩავარდა.

დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი უყარეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მას მხარი 27 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 13 წავიდა.

კანონპროექტის განხილვა გუშინ მოხდა, რასაც დარბაზში თამარ ჩუგოშვილსა და ადა მარშანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ემზარ კვიციანი კანონიდან არსებული ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა.

კვიციანი მიიჩნევს, რომ კანონში აღნიშნული ტერმინების არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა. კანონმდებლობაში ჩამოთვლილი ტერმინები 2014 წელს აისახა.