ემზარ კვიციანი - გუშინდელი აქციიდან ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი, ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია
ემზარ კვიციანი - გუშინდელი აქციიდან ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი, ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია

გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი გაუჩინა ჩვენს ხალხს, ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი. ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, ლევან ვასაძემ თავის გამოსვლაში იმედი გაუჩინა ქართველებს, საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.

„სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარამოშვებული, ლევან ვასაძემ კი, შედეგი უჩვენა, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ისეთი, რომელიც ჯერ თბილისში არავის აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდაბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს. ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი. ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია. ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა, როგორც მე დავდე 1992 წლის 3 აგვისტოს და როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება. ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა. აი, მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას, საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ სუს-ი ვიგრძენი, ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულობა, მაგრამ თავად ლევან ვასაძის იმედი მომეცა, რადგან გუშინ ის ძალიან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად, ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ, ქართველებო, გადარჩებით. ვიცი და გამოცდილი მაქვს, რომ სუს-ის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ, მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული, თუ რამდენად თავისუფალია, თავისუფალია გარე ძალებისაგან, ესე იგი სუს-ისგანაც, რადგან სუს-ი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება, თუმცა მაქვს იმედი, რაღაც პროცენტი სუს-ის თანამშრომლებისა ეროვნულია. გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი, რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა. არ გვეშინია 223-ე მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლად არის შექმნილი. უფლის სახელით „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ დიდება ღმერთს“, – წერს ემზარ კვიციანი.