ემზარ კვიციანი - გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს
ემზარ კვიციანი - გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.

„ამ პრეზენტაციიდან ყურში მომხვდა თქვენი ფრაზა, გამოცდებმა დააცარიელეს სკოლებიო, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ბევრი კითხვა დაისვა. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა, სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები, რომლებითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, – განაცხადა ემზად კვიციანმა.