ემრე ჩაბუქის ადვოკატი - სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად
ემრე ჩაბუქის ადვოკატი - სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად

ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, – განაცხადა “დემირელის” კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არც სააპელაციო სასამართლოში დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნას, ისინი ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

„ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი საერთაშორისო ირგანიზაციის, სახალხო დამცველისა თუ არასამთავრობოების დასკვნა. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასამართლოებში ვერ მივაღწიეთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, მივმართავთ ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს. ცხადია, ეს საქმე პოლიტიკური ხასიათისაა, ეს არის თურქეთის მოთხოვნა. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის ჯერ მზად იმისთვის, რომ ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ჩაბუქსა და მის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.